"ხარება" თავისუფლების მოედანზე გამოჩნდა
"ხარება" თავისუფლების მოედანზე გამოჩნდა - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეფის, ზვიად ხარაზიშვილის მანქანა ამ წუთებში, ნაძვის ხის მიმდებარედ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნაძვის ხის ანთების ცერემონია გადადო. ამის შესახებ კალაძემ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" რუსთაველზე მისივე გამოყვანილი პარტაქტივი დაშალა.