მე ნაძვის ხეებს არ ვანთებ - "ხარება"
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეფი, რომელიც თავისუფლების მოედანზე იმყოფება, ამბობს, რომ ადგილზე ნაძვის ხის ასანთებად არ მისულა.
მე ნაძვის ხეებს არ ვანთებ - ეუბნება "პირველებს" ზვიად ხარაზიშვილი.
თუ რატომ იმყოფება თავისი თანამშრომლებიც ადგილზე, "ხარება" ამბობს - "მოვედი რა, არ შეიძლება?"
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნაძვის ხის ანთების ცერემონია გადადო. ამის შესახებ კალაძემ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" რუსთაველზე მისივე გამოყვანილი პარტაქტივი დაშალა.