კვირიკაძე: ახალ წელს აქ შევხვდები
საქართველოში პროტესტის 22-ე დღეა - დედაქალაქის მთავარ გამზირზე რიგითი მოქალაქეები კვლავ გამოსულები არიან, რომელთაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც უერთდებიან.
ამ წუთებში პარლამენტთან მსახიობი ირაკლი კვირიკაძე იმყოფება, რომელიც "პირველებთან" აცხადებს, რომ ახალი წლის შეხვედრას სწორედ რუსთაველის გამზირზე აპირებს -"მე ვერ გავრისკავდი, რომ ეს ახალი წელი სახლში გავატარო, მინდა, აქ ვიყო".
რა თქმა უნდა, რომ აქ შევხვდები ახალ წელსაც, იმედია ჩემს თანამოაზრეებთან ერთად. ჩემი მეგობრები აქ აპირებენ შეხვედრას, რადგან ვართ თანამებრძოლები და მგონია, რომ მართლა განსაკუთრებული ახალი წელი იქნება ეს. მე ვერ გავრისკავდი, რომ ეს ახალი წელი სახლში გავატარო. მინდა, რომ ვიყო აქ", - ამბობს ირაკლი კვირიკაძე.
ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".