"მონური დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს" - იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან პროტესტია
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან პროტესტია - სასამართლო კლანის ბოსების თავშეყრის ადგილზე ახლა ადვოკატები იკრიბებიან. უფლებადამცველები უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლებას და ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნას ქუჩიდან მოითხოვენ.
ადვოკატები, რომლებიც პარლამენტთან საპროტესტო მსვლელობით წუთი-წუთზე დაიძრებიან, "პირველებთან" ამბობენ, რომ მონური დამოკიდებილება უნდა აღმოიფხვრას და მოსამართლეები პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს აღარ უნდა იღებდნენ.
მოსამართლეებთან მიმართებით, რომლებიც სამწუხაროდ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ ძირითადად, უნდა შეიცვალოს. არ უნდა იყოს ის მონური დამოკიდებულება, რომელიც არის. ხელისუფლება აგონიაში დიდი ხანია არის", - ამბობს უფლებადამცველი.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან