"ოცნების" წინააღმდეგ უვიზო რეჟიმის შეჩერების გარდა, განვიხილავთ დამატებით ზომებს - კაია კალასი

20.12.24 17:52
"ოცნების" წინააღმდეგ უვიზო რეჟიმის შეჩერების გარდა, განვიხილავთ დამატებით ზომებს - კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი X-ზე ქართველი დიპლომატების, თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ევროკომისიის განცხადებას ეხმიანება.

როგორ კაია კალასი წერს,  უვიზო რეჟიმის შეჩერების გარდა, განიხილება დამატებითი ზომებიც.

„საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ვერ ჩაახშობს, ისე რომ ამას შედეგები რომ არ მოჰყვეს.

დღეს მათ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ - შემოგვაქვს წინადადება, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდეს. ასევე დამატებით ზომებს განვიხილავთ“.- წერს იქსზე კალასი. 

შეგახსენებთ, ევროკომისიამ განაცხადა, რომ დღეს ევროპულ საბჭოს ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინადადებით მიმართავს. 

მსგავსი სიახლეები