"ფოტოგრაფთა კლუბის გამოძევება არის დანაშაული, ჩვენმა მდუმარებამ ეს მოიტანა" - გორში აქცია მიმდინარეობს
გორში, ხელოვნების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები ხელოვნების სახლიდან გორელ ფოტოგრაფთა კლუბის გამოძევებას აპროტესტებენ. ადგილზე იმყიოფება თბილისში აქციაზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი ავთანდილ ტიტვინიძეც.
ძალიან გული მწყდებოდა, რომ გორი ასე დუმდა. ეს ადგილი იყო სანაგვე, ხალხმა რომელიც აქ არის, იშრომა, რომ ეს შეექმნა.
ჩვენმა მდუმარებამ ეს მოიტანა, მიადგნენ ახლა და ეუბნებიან, რომ თქვენი ნაშრომი დატოვეთ და წადითო. გორის მიმართ ეს არის ახლა დანაშაული, რომ ეს გოგო-ბიჭები უნდა გამოშვან, რომელბმაც ბევრი იშრომეს, წარმოიდგინეთ, ფეკალიები გამოზიდეს იქიდან. ეხლა ყრიან ამათ, ეს არის დანაშაული", - ამბობს ტიტვინიძე.
"ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის" - გორში საპროტესტო ინსტალაციის გამო ფოტოგრაფთა კლუბს მერიამ შენობის დაცლა მოსთხოვა.
ადგილი, რომელიც გორის მოქმედი მერიის პირობებში ქუჩის სანაგვედ იყო ქცეული, გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა, შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარა და იქ ხელოვანთა სახლი გახსნა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელშეკრულებას ვადა 2026 წელს ეწურება, თუმცა მერიამ გადაწყვიტა, ეს შეთანხმება დაერღვია.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან