აქციაზე სასტიკად ნაცემი ედუარდ შარაშიძე და მერაბ ჭიქაშვილი 2200-2200 ლარით დააჯარიმეს

20.12.24 18:09
აქციაზე სასტიკად ნაცემი ედუარდ შარაშიძე და მერაბ ჭიქაშვილი 2200-2200 ლარით დააჯარიმეს

მოსამართლე ნინო ენუქიძემ, კაცი, რომელიც სპეცრაზმელებმა სასტიკად აწამეს და ხელი მოსტეხეს, 2200 ლარით დააჯარიმა.

ადვოკატი პროცესზე დეტალურად ჰყვებოდა, როგორ შეიყვანეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ედუარდ შარაშიძე სასტიკად ნაცემი და ხელმომტვრეული იზოლატორში და გამომძიებლებმა ოქმში ჩაწერეს, რომ მან დაზიანება წაქცევის შედეგად მიიღო.

კიდევ ერთი პირი, რომელიც ისე სასტიკად იყო ნაცემი , რომ აქციის მონაწილეებს გარდაცვლილი ეგონათ და სასწრაფოსაც კი არ იძახებდნენ, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2200 ლარით დააჯარიმა.

ისე მცემეს, რომ ადამიანებს მკვდარი ვეგონე, გათიშული ვიყავი და ამ ყველაფრის შემდეგ, მოვდივარ სასამართლოში, სადაც მე ვარ მსჯავრდებული და ის ადამაინები, რომელბიც ფიზიკრუად გამისწორდნენ, არიან მოწინააღმდეგე მხარე“, - განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.