“ქვეყანაში რთული სიტუაციაა“, “მეფე შიშველია“ - რუსთაველის მეტროდან ადრეული განათლების მარში დაიწყო
“ქვეყანაში რთული სიტუაციაა“, “მეფე შიშველია“, - ამ ლოზუნგებით რუსთაველის მეტროდან ადრეული განათლების მარში დაიწყო - საბავშვო ბაღის თანამშრომლები, სპეციალისტები და მშობლები საკუთარ სათქმელს პოსტერებით გამოხატავენ.
გვინდა, ბავშვებმა ისეთ ქვეყანაში იცხოვრონ, სადაც მათ მშობლებს და და-ძმებს სიმართლისთვის არავინ გაუსწორდება და იცხვორონ მშვიდობიან ქვეყანაში, ამბობენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელბიც არიან, რომლებიც ამბობენ, ახლა საუბარია რეალურად ქვეყნის გადარჩენაზე, არა რომელიმე სფეროზე.
მარში პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეურთდება, რომელთა მოთხოვნაა: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები.