ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზეა - "ოცნების" დასანქცირების შემდეგ განგაშის სიგნალი ბიზნესმა ჩართო

20.12.24 21:01
ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზეა - "ოცნების" დასანქცირების შემდეგ განგაშის სიგნალი ბიზნესმა ჩართო

 

კრიზისიდან კოლაფსამდე არაფერი დარჩა. ივანიშვილის რეჟიმის ხელშია ყველა ბერკეტი, რომ ქვეყანა მძიმე სცენარს გადაარჩინოს. ბიზნესი, რომელიც აქამდე ფრთხილობდა, დღეს უკვე ვეღარ მალავს რა გველის. ქვეყანა, რომლის მმართველი რეჟიმის შინაგან საქმეთა მინისტრიც კი საერთაშოროსო სანქციების სიაში ჩასვეს, ვერ გახდება სანდო ვერცერთი დასავლელი ინვესტორისთვის. 

თავისუფალი ბიზნესი დღეს 3 საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მსჯელობდა, რა არის გამოსავალი. განგაშის სიგნალი უკვე ჩართულია - ინვესტიციების გაჩერების შემდეგ გარდაუვალი ხდება ინვესტორების გადინებაც. ბიზნესი შიშობს, რომ ამ რეჟიმს ქართული ეკონომიკა დიდხანს ვერ გადარჩება -  მძიმე პოლიტიკური კრიზისი ითარგმნება მძიმე ეკონომიკურ კრიზისში, ირველ ეტაპზე კი დარტყმის ქვეშ ტურიზმი და სამშენებლო ბიზნესი დგება.

სისხლიანი ნოემბერი მომწყობი ხალხის დასანქცირება, ივანიშივლის მთავრობას იზოლაციაში აქცევს.  გომელაურის და სპეცრაზმის ერთ-ერთ შეფს სანქციები დაადო ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა. მთავრობა და მოსამრთლეები სანქციბულია ევროკავშირის რამდენიმე ქვყენის მიერ. წინ სანქციების ახალი პაკეტია, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ინვესტორისთვის სასურველი არ არის. მცირე ბიზნესების გადარჩენა ძალიან რთული გახდება. ბიზნესმენები ელიან ლარის რეკორდულ გაუფასურებას, პროცესს კი ეროვნული ბანკი ხელოვნური ჩარევებით ვერ გააჩერებს, რადგან ქვეყნის ეკონომიკა ინვესტიციებზე და გადმორიცხვებზე დგას.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.