როგორ აძლევთ თავს უფლებას, ახალგაზრდა ხელოვანებს გორის ხელოვნების სახლი წაართვათ - დეა მეტრეველი გორის მერიას
როგორ აძლევთ თავს უფლებას, ახალგაზრდა ხელოვანებს გორის ხელოვნების სახლი წაართვათ - ასე მიმართავს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დეა მეტრეველი გორის მერიას და მოუწოდებს უკან წაიღოს გადაწყვეტილება ხელოვნების სახლის დახურვის შესახებ.
მიეცით გორელ ხელოვანებს საშუალება გააგრძელონ საქმიანობა მათ მიერვე შექმნილ სივრცეში - წერს მეტრეველი და ახალგაზრდა ხელოვანებს სოლიდარობას უცხადებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერია, როგორ აძლევთ თავს უფლებას ამ ახალგაზრდა ხელოვანების მიერ მოძიებული სახსრებით, მათი შრომით შექმნილი გორის ხელოვნების სახლი / Art House (თქვენს ხელში ნაგავსაყრელად რომ იყო ქცეული) წაართვათ? რასაც ეხებით, ყველაფერს როგორ ანგრევთ და ანადგურებთ?! ახალგაზრდა თაობას აიძულებთ ხელები ჩამოყაროს, უიმედობას მიეცეს, დაშინებულ და მორჩილ მოქალაქედ იქცეს?! რა მიზანს ემსახურება თქვენი ეს პოლიტიკა? რუსულს?
უკან წაიღეთ ეს თქვენი მავნებლური გადაწყვეტილება და მიეცით გორელ ხელოვანებს საშუალება გააგრძელონ საქმიანობა მათ მიერვე შექმნილ სივრცეში! მადლიერები უნდა იყოთ გორს ასეთი უმნიშვნელოვანესი კულტურული პლატფორმა რომ შეუქმნეს.
მხარდაჭერა და სოლიდარობა ამ განუკითხაობით დაზარალებულ ყველა მოქალაქეს თუ პროფესიულ ჯგუფს", - წერს დეა მეტრეველი.
"ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის" - გორში საპროტესტო ინსტალაციის გამო ფოტოგრაფთა კლუბს მერიამ შენობის დაცლა მოსთხოვა.
ადგილი, რომელიც გორის მოქმედი მერიის პირობებში ქუჩის სანაგვედ იყო ქცეული, გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა, შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარა და იქ ხელოვანთა სახლი გახსნა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელშეკრულებას ვადა 2026 წელს ეწურება, თუმცა მერიამ გადაწყვიტა, ეს შეთანხმება დაერღვია.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან