ხელების გადამტვრევა და სისხლის გუბეები "ჯადოსნურ ავტობუსში" - უმძიმესი ამბები სასამართლოდან

20.12.24 20:23
ხელების გადამტვრევა და სისხლის გუბეები "ჯადოსნურ ავტობუსში" - უმძიმესი ამბები სასამართლოდან

 

პროევროპული აქციის მონაწილე, რომელიც ხალხს ცემის შედეგად გარდაცვლილი ეგონა, დღეს მოსამართლე ცეკვავამ 2200 ლარით დააჯარიმა. მერაბ ჭიქაშვილს სპეცრაზმელები სასტიკად 4 დეკემბერს გამთენიას, აქციის დაშლის დროს გაუსწორდნენ. ახალგაზრდა ამბობს, რომ ნიღბიანებს ის გარდაცვლილი ეგონათ და უგონო მდგომარეობაში დააგდეს, აქციის მონაწილეები კი ამბობდნენ, რომ მკვდარი იყო და სასწრაფოს გამოძახების აზრი არ ჰქონდა. ეს მძიმე ისტორია პროცესზე ურეაქციოდ მოისმინა ზვიად ცეკვავამ. სამართალდამრღვევად მან ისევ დაზარალებული ახალგაზრდა ცნო.

ურეაქციოდ უყურებდა და ისმენდა რეჟიმის მორჩილი მოსამართლე ნინო ენუქიძეც ხელგადამტვრეული კაცის ისტორიას. ედუარდ შარაშიძე  პროცესზე თაბაშირში ჩასმული ხელით და მძიმე ფსიქიკური აშლილობით მივიდა. ადვოკატის თქმით, კაცს სპეცრაზმელების ჯგუფი 6 დეკემბერს ე.წ სიკვდილის მანქანაში  ჩასმამდე გაუსწორდა. ურტყეს ყველგან, ავტომობილში ჩასმის შემდეგ კი მარჯვენა ხელი, რომლითაც აქციაზე საქართველოს დროშა ეკავა, მუხლზე გადაუმვტრიეს.

ე.წ ,,ჯადოსნური ავტობუსი,, - ასე ეძახნდნენ სპეცრაზმელები ავტომობილს, სადაც ახალგაზრდებს სიკვდილამდე სცემდნენ. ვინ აჰყავდათ, კიდურებს ამტვრევდნენ, ვისაც შედარებით მსუბუქად სცემდნენ, იმას ემუქრებოდნენ, რომ აქციაზე მისვლის გამო ჯადოსნურ ავტობუსში აღმოჩნდებოდა.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.