თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს! - გლდანის ციხესთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა
სინდისის პატიმრების ციხეში ჩატოვებას ხალხი ,,ქართულ ოცნებას'' არ პატიობს. პროტესტის მთავარი ეპიცენტრი დღეს გლდანის ციხე იყო. რეჟიმის ტყვეების მხარდასაჭერად ციხესთან დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მშობლები მივიდნენ. ცეცხლაძის ირაკლი კობახიძის სტიდენტია, რომელიც ციხეში იმის გამო ჩასვეს, რომ სოცილურ ქსელში პირდაპირი ეთერის დროს რევოლუციის შესახებ ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ციტირებდა.
თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს! - ამ მოთხონვის ირგვლივ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და დაკავებულების ოჯახის წევრები ერთიანდებიან. სისხლიანი ნოემრის შემდეგ გომელაურის მოძალადე რაზმმა დაატყვევა მსახიობები, სტუდენტები და სხვადახხვა პროფესიის ადამიანები, რომელსაც შეთითხნილი ბრალდებით პატიმრობაში ტოვებენ. ყველა, ვინც ხმამაღლა გამოვიდა და "ქართული ოცნების'' რუსული გადაწყვეტილება გააპროტესტა, არ აპატიეს, ამიტომ ახლა ქუჩაში გამოსული ხალხის მთავარი მოთხოვნა დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.
ხალხის პროტესტი არ წყდება. დღეს დილის 20:00 საათზე დიდ დიღომში ხალხი საყვირებით, ტერანფარანტებით, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით გამოვიდა. სამსახურებშიც წასვლამდე ხალხმა გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ გააპროტესტოს რეჟიმის მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეეების დასისხლაინება და პატიმრობაში გშვება. ყველა თანხმდება, რომ ,,ქართული ოცნება'' იძულებული გახდება, ახალი არჩევნები ჩანიშნოს და პოლიტმატიბრები გამოუშვას. ამის საფუძველს ქუჩაში გამოსულ ხალხს დასავლეთის სანქციებიც აძლევს.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან