თბილისის ქუჩები პროტესტის 23-ე დღესაც თავისუფალი მოქალაქეებით არის სავსე - რა აქვთ სათქმელი აქციის მონაწილეებს
დასანქცირებული რეჟიმის კიდევ ერთი მძიმე დღე - თბილისის ქუჩები პროტესტის 23-ე დღესაც თავისუფალი მოქალაქეებით არის სავსე. იმ ხალხით, ვინც ფიქრობს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ ბრძოლის შედეგად მიაღწევენ ქვეყანაში ახალ არჩევნებს და დაკავებულების გათავისუფლებას.
ყველგან მსვლელობა და ყველგან პროტესტია. დღეს კიდევ ერთხელ ქუჩაში გამოვიდნენ იურისტები. ადამიანები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან, როგორ გათელა ფეხქვეშ ოლიგარქმა ამ ქვეყნის მთავარი კანონი - კონსტიტუცია. პროტესტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაიწყო და რუსთაველის მიმართულებით გაგრძელდა.
ქუჩაში გამოსული იურისტები ამბობენ, რომ უსამართლობას არ შეეგუებიან და რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლებენ. აქციის მონაწილეები ასევე "ოცნების" იმ ლიდერების დაჯილდოებას აპროტესტებენ, რომლებმაც მომიტინგეების წამებაში მიიღეს მონაწილეობა.
ღირსების ორდენი არ გაიცემა უღირსებზე, ამიტომ უნდა იცოდეს თითოეულმა მათგანმა, რომ ღირსები ორენის ღირსები არ არიან. რაც შეეხება ჩვენს შეძახილს „სად არ შევლენ ქოცები?!“, ეს არის „ევროპაში“. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, რომ ისინი მიუღებელნი არიან ყველგან რუსეთის გარდა. ევროპაში შევალთ ჩვენ, ღირსებით, ორივე ფეხით და მთელი გულით და სულით. ჩვენი გზა და ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო და არის ევროკავშირი, - ამბობს აქციის მონაწილე.
საპროტესტო სმვლელობა დღეს მოგზაურთა მოყვარულებმაც მოაწყვეს.
ეს იზოლაციონისტური პოლიტიკა საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რომ იქნება ისევ დახურულის აზღვრები და შეიზღუდება გადაადგილება. მე დავიბადე საბჭოთა კავშირში, სადაც საზღვარგარეთ რომ გემოგზაურა, ნებართვა უნდა აგეღო კომკავშრისგან და პარტიისგან და ძალიან რთული იყო ასდმე წასვლა, ეს იყო მიუწვდომელი ოცნება. ახლა საშუალება გაჩანდა, რომ მსოფლიო დაათვალიერო, ისწავლო, იმოგზაურო და „ოცნების“ პოლიტიკა ისევ მიგვიყვანს იქამდე, რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს, - ამბობს პროტესტის მონაწილე.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას ჩართვაში.