„გავაგონოთ ჩვენი ტაში ანდრო ჭიჭინაძეს" - ვასო აბაშიძის ახალ თეატრთან ხალხი დაკავებული მსახიობის მხარდასაჭერად შეიკრიბა
„გავაგონოთ ჩვენი ტაში ანდრო ჭიჭინაძეს" - ვასო აბაშიძის ახალ თეატრთან ხალხი დაკავებული მსახიობის მხარდასაჭერად შეიკრიბა.
„ვინც მოახერხებს, სანამ თეატრში, მანამდე თეატრთან შემოვცხოთ ტაში" – ასეთი იყო მაყურებლის ინიციატივა, რასაც თეატრის თანამშრომლებიც შეუერთდნენ. შეკრებილ მაყურებელს რეჟისორმა დავით დოიაშვილმაც მიმართა.
დღეს 19:00-ზე უნდა შემდგარიყო სპექტაკლი „მეფე ლირი", რომელშიც ანდრო ჭიჭინაძეს უნდა ეთამაშა.
შეგახსენებთ, რომ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.