ევროპული კურსის ცვლილება ქვეყნის ღალატია! - საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა მსვლელობა გამართეს

20.12.24 20:50
ევროპული კურსის ცვლილება ქვეყნის ღალატია! - საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა მსვლელობა გამართეს

 

საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტების აქცია - სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ახალგაზრდები დღეს რეჟიმისთვის იმის სათქმელად შეიკრიბნენ, რომ ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილება ხალხის და სახელწიფოს ღალატია. მომავალი დიპლომატები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ევროპული ღირებულებების ფასი, ბევრი იციან ევროპული სიკეთეების შესახებ, ამბობენ რომ "ოცნება" ავტორიტარიზმის გზას ადგას.

ამ წუთებში ახალგაზრდები უკვე პარლამენტთან იმყოფებიან.  

მეოთხე წელიწადია, რაც ვსწავლობთ საერთაშორისო ურთიერთობებს და გვინდა, რომ ჩვენი კარიერა დავუკავშიროთ დიპლომატიას და პოლიტიკას. ეს არათუ შემაფერხებელი, არამედ შეურაცხმყოფელიც არის თითოეული სტუდენტისთვის, რომელიც ამ მიმართულებით აპირებს კარიერის აწყობას. ეს არის ცუდი და მახინჯი მაგალითი მთავრობის მხრიდან. სამომავლოდ საერთოდ შეიძლება აღარ გვაყვდეს დამოუკიდებლად და კრიტიკულად მოაზროვნე  პოლიტილოგები და პოლიტიკის მკვლევარები, - ამბობს აქციის მონაწილე. 

მომავალი პოლიტოლოგები და დიპლომატები თვლიან, რომ სწორედ ახლაა გადამწყვეტი მომენტი ქვეყნისთვის და საქართველომ ევროპული მომავალი უნდა აირჩიოს.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის ჩართვაში.

მსგავსი სიახლეები