ბათუმში საპროტესტო მსვლელობას შშმ პირები შეუერთდნენ
საპროტესტო მარშია ბათუმშიც. ქალაქის ცენტრი ისევ ხალხით არის სავსე. პროტესტის 23-ე დღესაც ქუჩაში ის ხალხია გამოსული, ვინც ყოველდღე 19:00 საათზე ერთი მოთხოვნით ქვეყნის სამსახურში დგას. მანამდე კი ზღვისპირა ქალაქში შშმ პირების მსვლელობა იყო, რომელიც ევროპის მოედნიდან დაიწყო. ახალი არჩევნები და ქვეყანის დაუბრუნება ევროპულ გზაზე - ეს არის აქციის მონაწილეების უვლელი მოთხოვნა.
ამ წუთებში შშმ პირები საპროტესტო მსვლელობას მიყვებიან.
შშმ თემისთვის ეს ბრძოლა არ არის ახალი და აუცილებლად, ისევე, როგორც ის რკინის კედელი გავარღვიეთ, გამოვედით და ვცდილობთ რომ ვიყოთ საერთო საზოგადოების წევრი, გავაგრძელებთ ბძღოლას და ამ ბრძოლაშიც მივიღებთ გამარჯვებას და ხელისუფლებას ვეტყვით, რომ ჩენს ნებაზეა დამოკიდებული მათი ძალაუფლება, მათი ლეგიტიმაცია და ჩვენ, ხალხი არ ვაძლევთ მათ ლეგიტიმაციას, - ამბობს აქციის მონაწილე.
ვრცლად ნახეთ ნატო გოგელიას ჩართვაში.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან