გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია," - წერია განცხადებაში.