"ადრეული განათლება ითხოვს, შეწყდეს ძალადობა!" - კიდევ ერთი მარში თბილისში

20.12.24 21:22
"ადრეული განათლება ითხოვს, შეწყდეს ძალადობა!" - კიდევ ერთი მარში თბილისში

 

"ადრეული განათლება ითხოვს, შეწყდეს ძალადობა!" - ამ შინაარსის ბანერით მივიდნენ ადრეული განათლების სფეროს წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტთან. მათი თქმით, არ სურთ, იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, სადაც რუსული კანონები იქნება და სადაც პოლიცია ადამიანებზე ძალადობს. ისინი ასევე ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

არ მოპაროთ ბავშვებს მომავალი, დარ დავაბრუნოთ წარსულში. სახელმწიფომ დაიბრუნოს თავისი სახე. პოლიცია ჰგავდეს პოლიციას. ჩვენ ბაღებში ვასწავლით, რომ პოლიციელი არის ის, ვინც გვეხმარება, ის, ვინც არის ჩვენთან ერთად, უნდა მივმართოთ. ბავშვები გვეკითხებიან, რომ რა ხდება? რობოკოპი რა არსებაა? მნიშვნელოვანია, ყველა დავბრუნდეთ საღ აზრზე, - ამბობს ბაღის აღმზრდელი. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.  

მსგავსი სიახლეები