მიწასთან არის გასწორებული როგორც არჩევნების დღე, ისე პოსტ-საარჩევნო პერიოდი - ბრაჭველი ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნაზე
ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნა დაიდო. მიწასთან არის გასწორებული როგორც არჩევნების დღე, ისე პოსტ-საარჩევნო პერიოდი - ამის შესახებ იურისტი საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში წერს.
ბრაჭველის თქმით, ასეთი მძიმე შეფასება სადამკვირვებლო მისიისგან არ ახსენდება.
მთელი რეპორტის წაკითხვა ვისაც გეზარებათ, უბრალოდ პრეს-რელიზს გაეცანით, გთხოვთ. ასეთი შეფასება მე არ მახსენდება. მხოლოდ უარყოფითი დასკვნები, მხოლოდ კრიტიკა, მხოლოდ საშინელ დეტალებზე ხაზგასმა. არც ერთი, ვიმეორებ, არც ერთი დადებითი შეფასება - https://www.osce.org/odihr/elections/584050
ოდირი წერს, რომ ის არ ეხება არჩევნების ცნობა-არ ცნობის საკითხს, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მაგრამ ადვილად შეიძლება მისი შეხედულების ამოცნობა. ის მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, ანგარიშიდან შესაბამისი დასკვნები თავად გამოიტანოს ("This enables voters to form their own judgments about the quality of the election") და საარჩევნო ცვლილებების განსახორციელებლად მიმართავს არა მთავრობას, არამედ ფართო საზოგადოებას.
შეიძლება ითქვას, რომ უკვე ოდირის შეფასებითაც - ეს არის ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც ამ საუკუნეში საქართველოში ჩატარებულა", - წერს ბრაჭველი.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.
დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ.
მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერს , რომ ეს არჩევნები ეუთო ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან