ეუთო/ოდორის ძალიან კრიტიკული ანგარიში გამოქვეყნდა, მთავრობას ეგონა, ვერავინ შეამჩნევდა, როგორ ყალბდებოდა არჩევნები - გიგაური

20.12.24 21:36
ეუთო/ოდორის ძალიან კრიტიკული ანგარიში გამოქვეყნდა, მთავრობას ეგონა, ვერავინ შეამჩნევდა, როგორ ყალბდებოდა არჩევნები - გიგაური

ეუთო/ოდორის ძალიან კრიტიკული ანგარიში გამოქვეყნდა - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, "ოცნებას" ეგონა, ვერავინ შეამჩნევდა, როგორ ყალბდებოდა არჩევნები, თუმაც ეუთო/ოდორმა ყველაფერს ნატელი მოჰფინა და დასკვნაში უმძიმეს დარღვევები აღწერა.

ეუთო/ოდორის ძალიან კრიტიკული ანგარიში გამოქვეყნდა. “…..ანგარიშში კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ადრინდელი მიგნებები და დასკვნები. არჩევნები ჩატარდა სერიოზული პრობლემების ფონზე, რაც დაკავშირებული იყო ახლად მიღებული კანონმდებლობის გავლენასთან ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე, ჩანდა არჩევნების პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შემცირების მცდელობები და ამომრჩეველზე ზეწოლა. ეს ფაქტორები, საარჩევნო დღის პრაქტიკასთან ერთად, ხელს უშლიდა ამომრჩევლებს, თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი ნება შურისძიების შიშის გარეშე….” ამას ელოდებოდა მთავრობა, ეგონა რომ ვერავინ შეამჩნევდა როგორ ყალბდებოდა არჩევნები.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.

დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ.

მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერს , რომ ეს არჩევნები ეუთო ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.

 

მსგავსი სიახლეები