ყველაზე ნეგატიური დასკვნა საქართველოს არჩევნების ისტორიაში - ეკა გიგაური ეუთო-ოდირის დასკვნაზე

20.12.24 21:48
ყველაზე ნეგატიური დასკვნა საქართველოს არჩევნების ისტორიაში - ეკა გიგაური  ეუთო-ოდირის დასკვნაზე

ყველაზე ნეგატიური დასკვნა საქართველოს არჩევნების ისტორიაში, - ასე აფასებს "საერთშორისო გამწვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნას. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეუთო-ოდირის დასკვნა მათ დასკვნებს ერთი-ერთში ემთხვევა.  მისი თქმით, აღნიშნული დასკვნა სრული საფუძელია იმისთვის, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს. 

იქ არცერთი პოზიტიური წინადადება არ არის. აქ საუბარია იმ ზეწოლაზე, მოსყიდვაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, აბსოლუტურად ყველაფერზე, რასაც ჩენ ვუყურებდით არჩევნების დღემდე და არჩევნების დღეს და შემდეგ უკვე, როცა ვცდილობდით, რომ რაიმე სამართალი გვეპოვნა, როცა სასამართლოში შეგვქონდა საჩივრები და აქაც არის საუბარი, ომ ფაქტობრივად, არაფერი გაკეთდა და სასამართლოც იყო მიკერძოებული. ამ დასკვნაში ასევე წერია, რომ ეუთო-ოდირის მანდატი არ არის, ლეგიტიმური იყო თუ არა არჩევნები გასაზღვრა. ისინი საუბრბენ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ შევაფასოთ ყველაფერი და ა თქმა უნდა, ეს არის უკვე ჩვენი მისია და ჩვენი როლი, საქართველოს მოქალაქეების, ომ ჩვენ განვსაზღვროთ, რა უნდა გავაკეთოთ. ძალიან კრიტიკული დასკვნაა. ასეთი არ ყოფილა საქართველოს არჩევნების ისტორიაში, - ამბობს ეკა გიგაური. 

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.

დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ.

მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერს , რომ ეს არჩევნები ეუთო ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.

 

მსგავსი სიახლეები