კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რა დარღვევებზე საუბრობს ODIHR-ი საბოლოო ანგარიშში
კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რა დარღვევებზე საუბრობს ODIHR საბოლოო ანგარიშში.
ODIHR -ის საბოლოო ანგარიშით:
საარჩევნო დავებზე არ არსებობდა სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალება და სისტემურად იყო დარღვეული ჯეროვანი პროცედურის გარანტიები, რამაც ძირი გამოუთხარა პროცესისა და შედეგისადმი საზოგადოებრივ ნდობას და გააღრმავა კრიზისი. მაშინ როდესაც, შეეძლო ეს კრიზისი მოეგვარებინა, ადეკვატურად რომ ემუშავა.
უმძიმესი შეფასებებია ასევე:
სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის არარსებობაზე და მმართველი ძალის მიერ ინსტრუმენტალიზაციაზე კონკურენტებზე არსებითი უპირატესობის მოსაპოვებლად;
ამომრჩეველთა სისტემურ დაშინებაზე და ხმის ყიდვაზე;
ხმის მიცემის საიდუმლოების სისტემურ ხელყოფაზე;
ეს ყველაფერი ძირს უთხრიდა არჩევნებისადმი და მისი შედეგებისათვის ნდობას და ამ ნდობის აღსადგენად არაფერი გაკეთებულა.
დასკვნები თვითონ გამოიტანეთო ", - წერს ზედელაშვილი.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.
დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ.
მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერს , რომ ეს არჩევნები ეუთო ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან