ივანიშვილის რეჟიმის 13 წარმომდგენელს ლატვიამ სავიზო სანქციები დაუწესა
ივანიშვილის რეჟიმის 13 წარმომდგენელს ლატვიამ სავიზო სანქციები დაუწესა - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე პლატფორმა იქსზე წერს.
ბრაჟეს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს დამატებით 13 მოქალაქე გამოცხადდება პერსონა ნონ გრატად და ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი დროით აეკრძალებათ.
"მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკისთვის პერსონა ნონ გრატთა სიაში, იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
ლატვიაში პირთა შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დგინდება," - წერს ბრაჟე.