განა მე მიხარია დედაჩემის ცრემლები, მაგრამ მას რომ ოდესმე მაინც ჰქონდეს ღირსეული სიბერე, მაგისთვის ვდგავარ ქუჩაში - ქინქლაძე

20.12.24 23:52
განა მე მიხარია დედაჩემის ცრემლები, მაგრამ მას რომ ოდესმე მაინც ჰქონდეს ღირსეული სიბერე, მაგისთვის ვდგავარ ქუჩაში - ქინქლაძე

განა მე მიხარია დედაჩემის ცრემლები, მაგრამ მას რომ ოდესმე მაინც ჰქონდეს ღირსეული სიბერე, მაგისთვის ვდგავარ მე ქუჩაში - ამის შესახებ სანდრო ქინქლაძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ახალგაზრდა აქტივისტმა, რომელიც პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა, თქვა, რომ დანებებას არ აპირებს და ქვეყნსი ევროპული მომავლისთის ისევ აქციაზე იდგება..

მე გავიზარდე ოჯახში, რომელიც კომუნიზმს არ ეპუებოდა გაგანია კომუნიზმის დროს - ამბობს ქინქლაძე. 

ის პოლიციელები ვინც დამაკავა, საერთოდ ინფორმირებულები არ იყვნენ რატომ დამაკავეს და ელოდებოდნენ მანქანას, რომელმაც გა უჩვენა ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტისკენ და იქ ვყავდი ღამის 3 საათამდე, ის იყო კატასტროფა. ჩემი ლაზერი თავზე გადამალეწეს. ჩემი ტელეფონის პაროლი უნდოდათ. როდესაც ჩემს გატეხვას და დაშინებასცდილობდნენ, არ გამოუვიდათ. ვერ ისწავლეს, რომ ამით კი არ გვაშინებენ, უფრო მეტ ძალას გვაძლევენ. ადამიანები, ვიცნ ახლა საპატიმროშია, მათ დასახსნელად ყველაფერს გავაკეთებ. ერთ-ერთი პოლციიელი ამბობდა, ჩემტან ტელევიზია რომ მოვიდეს, წავალ სამსახურიდანო. ისედაც შეგიძლია წახვიდე, მივმართავ მას. 

დედაჩემმა დამაწყებინა ეს ყველაფერი 2017 წელს, როცა ბავშვთა სამყარო დაიწვა, მაშინ გავედი პირველად აქციაზე და იმსი მერე რაღა გაამჩერებს. დედაჩემი აფხაზეთში დები და ძმები დაკარგა, სახლი და კარი დაკარგა, მამაჩემი 9 აპრილს იდგა. მე გავიზარდე ოჯახში, რომელიც კომუნიზმს არ ეპუებოდა გაგანია კომუნიზმის დროს და გალში დედაჩემი იყო პრიველი, რომელცი ენის ცვლილების გამო სკოლიდან გაიქცა და არ ატარებდა გაკვეთილს, მე ასეთი ოჯახის შვილს არ მაქვს უფლება მორალურად, სახლში ვიჯდე. განა მე მიხარია დედაჩემის ცრემლები, მაგრამ მას რომ ოდესმე მაინც ჰქონდეს ღირსეული სიბერე, არ ფიქრობდეს მედიკამენტის და საჭმლის ფასზე, მე მაგისთის ვდგავარ დღეს", - ამბობს სანდრო ქინქლაძე. 

მსგავსი სიახლეები