"ეს იყო სამარცხვინო განცხადება" - თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები ბრძოლას აგრძელებენ

21.12.24 10:34
"ეს იყო სამარცხვინო განცხადება" - თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები ბრძოლას აგრძელებენ

"ეს იყო სამარცხვინო განცხადება" - ასე აფასებენ თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები წერილს, რომელიც თითქოს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ნაწამები და დაპატიმრებული მოქალაქეების მხარდასაჭერად გაავრცელა. 

უკვე კვირაზე მეტია დამწყები მსახიობები და რეჟისორები უნივერსიტეტის ფოიედან მოითხოვენ,  იყოს მათი უნივერსიტეტი სოლიდარული სისხლიანი ნოემბრის შედეგად დაშავებულთა მიმართ, თუმცა როგორც თავად ამბობენ, ადმინისტრაცია არასდროს აჟღერებდა და არც ახლა აჟღერებს სტუდენტების პოზიციას.

სტუდენტებს გაუჩნდათ განცდა, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში მათი უნივერსიტეტი საჭიროების შემთხვევაში მათ გვერდით არ დადგება, ამიტომ "ქართული ოცნების" პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ აგრძელებენ. 

მსგავსი სიახლეები