თბილისში დღეს დაგეგმილი აქციების განრიგი
21 დეკემბერს თბილისში 20-მდე აქცია-მსვლელობა იგეგმება. მარშს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა ლოკაციიდან გამართავენ.
აქციათა განრიგი ასეთია:
- 10:00 ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან თბილისისკენ მანქანების კოლონა დაიძვრება.
- 14:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსიდან თბილისის საქალაქო სასამართლომდე მარში გაიმართება.
- 14:00 საათზე, თსუ-თან სოციალური მუშაკები შეიკრიბებიან.
- 15:00 საათზე, ვასო აბაშიძის თეატრიდან, მასწავლებლების მარში გაიმართება, ასევე 15:00 საათზე, გაბრიაძის თეატრიდან პარლამენტამდე, „ქუთაისელების მარში“ გაიმართება.
- 15:00 საათზე იგეგმება „პოტერჰედების მარში“, რომლებიც დ.აღმაშენებლის გამზირზე, სულაკაურის გამომცემლობასთან შეიკრიბებიან.
- 16:00 საათზე, ფილარმონიიდან პარლამენტამდე „სვანების მარში“ გაიმართება.
- 16:00 საათზე, „დინამოს“ სტადიონთან იოგების მარში გაიმართება.
- 17:00 საათზე, ევროპის მოედნიდან „აჭარლების მარში“ გაიმართება.
- 17:00 საათზე, ვაკის პარკიდან პარლამენტამდე მოდის სფეროს მარში გაიმართება.
- ასევე 17:00 საათზეა დაგეგმილი გაფიცულ სტუდენტებისა და ლექტორების მარში, რომლებიც ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობას გამართავენ.
- 18:00 საათზე, ვაკის პარკიდან პარლამენტამდე „რაჭველების მარში“ გაიმართება.
- 18:00 საათზე, ფილარმონიიდან ტატუ არტისტების და ტატუმოყვარულთა მარში გაიმართება.
- 18:00 საათზე, ბუკიას ბაღიდან პარლამენტამდე „არაგველების მარში“ გაიმართება.
- 18:00 საათზე, მზიურის პარკიდან პარლამენტამდე „ქართლელების მარში“ გაიმართება.
- 18:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან „იმერლების მარში“ გაიმართება.
- 19:00 საათზე, თსუ-დან „მეგრელების მარში“ გაიმართება.
- 19:00 საათზე, მიხეილ ზანდუკელის 16-ში, ISET -ის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მარში გაიმართება.
- 19:00 საათზე რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით, გეიმერების მარშიც გაიმართება
- 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან, „მესხების მარში“ გაიმართება.
- 20:00 საათზე, ფილარმონიიდან „მოცეკვავეების მარში“ გაიმართება.