"ეუთო/ოდირში ყაველაშვილი არავინ არაა და ვირ-ეშმაკობას არავინ ჭამს" - ჯაფარიძე
"ეუთო/ოდირში ყაველაშვილი არავინ არაა და ვირ-ეშმაკობას არავინ ჭამს" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, "ქართულ ოცნებას" იმედი ჰქონდა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ლეგიტიმაციას მისცემდა, თუმცა მმართველ პარტიას პროპაგანდა ჩამოეშალა.
რა წერია ეუთო/ოდირის დასკვნაში მოკლედრომ შევაჯამოთ. წერია ის, რომ ივანიშვილი ეცადა ყველანაირად, რომ შექმნა ანტურაჟი, თითქოს, 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდებოდა არჩევნები. მიუხედავად მისი მცდელობებისა, რაც ხდებოდა 26 ოქტომბრამდე, რაც ხდებოდა არჩვების დღეს და რაც ხდება არჩევნების შემდეგ, ყველაფერი შეიძლება იყოს გარდა დემოკრატიული პროცესისა.
მეორე, რაც წერია და იკითხება ამ დასკვნაში არის ის, რომ აქ ჩვენთან ეუთო /ოდირში ყაველაშვილი არავინ არაა და ამ ვირ ეშმაკობას არვინ არ ჭამს. ეს არის სინამდვილეში, რაც წერია ამ დასკვნაში. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ერთადერთი, რაზე იყო ჩამოკიდებული ''ქართული ოცნების'' პროპაგანდა, რომ ახლა იქნება ეუთო /ოდირის საბოლოო დასკვნა, რომელიც მეტ ლეგიტიმაცია მისცემს არჩევნებს შედეგს და მათ ხელისუფლებაში ყოფნას. მოხდა, ამ ის საპირისპირო, ყველაფერი ეს პროპაგანდა თავზე ჩამოექცათ. ზუსტად ისე, როგორც ჩამოექცევათ პროპაგანდის მეორე ხაზი, რომ ტრამპი მოვა და თითქოს დალაგდება არაფერი არ მოხდება. ამ დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენის საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდება და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით უფრო ეფექტური და მკაცრი'', - ამბობს ზურა გირჩი ჯაფარიძე.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.
დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერ , რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან