"19:00 საათზე ფილარმონიასთან ვიკრიბებით და ხორუმის სვლით რუსთაველს მივუახლოვდებით" - თეა დარჩია

21.12.24 12:55
"19:00 საათზე ფილარმონიასთან ვიკრიბებით და ხორუმის სვლით რუსთაველს მივუახლოვდებით" - თეა დარჩია

პროტესტი 24-ე დღე საქართველოში - მოცეკვავეებს ხორუმის ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება აქვთ დაანონსებული. სწორედ ამ აქცია-პერფორმანსით მოცეკვავეები "ქართული ოცნების" ანტიევროპული პოლიტიკის წინააღმდეგ საკუთარ პროტესტს დააფიქსირებენ.

თეა დარჩიას განცხადებით, მოცეკვავეები მთელი საქართველოდან ჩამოდიან, 19:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და ხორუმის ცეკვით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

7 საათზე ვიკრიბებით ფილარმონიასთან მთელი საქართველოდან ჩამოდიან მოცეკვავეები, შევიკრიბებით და ხორუმის სვლით მივუახლოვდებით რუსთაველს და ძალიან მინდა, რომ თავისუფლების მოედანთან მივიდეთ და წრე გავაკეთოთ წმინდა გიორგის ძეგლთან და ასე გამოვხატოთ ჩვენ ქართველმა მოცეკვავეებმა, ვისაც ამის შესაძლებლობა და საშუალება აქვს ჩვენი პროტესტი'', - ამბობს თეა დარჩია.

მსგავსი სიახლეები