საქართველოში პროტესტის 24-ე დღეა - დიღომში და იუსტიციის სამინისტროსთან მოქალაქეებმა აქცია გამართეს

21.12.24 13:37
საქართველოში პროტესტის 24-ე დღეა - დიღომში და იუსტიციის სამინისტროსთან მოქალაქეებმა აქცია გამართეს

საქართველოში პროტესტი არ წყდება - ამ წუთებში დიღომში მდებარე ამერიკის საელჩოსთან მედიკოსები საპროტესტო ბანერებით ხელში დგანან. ამის პარალელურად, იუსტიციის სამინისტროდან მარშით რუსთაველის გამზირისკენ უძრავი ქონებს აგენტები მიემართებიან. 

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მთავარი სურვილია, რომ არ შეწყდეს ის დახმარება, რომელიც საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისგან.

ამასთან, მედიკოსები უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვენ ''ქართული ოცნების'' ლიდერების მიმართ. 

ვითხოვთ, განგრძობით, ძლიერი მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული  შტატებისგან, იმიტომ რომ რაც დღეს ხდება ნამდვილად სირცხვილია. როდესაც ვსაუბრობთ, რომ მეორდება 1921 წელი, რომელსაც მოჰყვება 1937 წელი, რომელ საუკუნეში ვართ საერთოდ. უნდა დამთავრდეს ამაზე საუბარი და წინ უნდა წავიწიოთ. უამრავი, რომ აის გასაკეთებელი  მათ შორის ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებაზე უნდა მუშაობდეს ახლა და ხარისხიანი ჯანდაცვის განვითარებაზე და არა ის, რომ მივუბრუნდეთ პასიურ რეპრესიებს'', - ამბობს აქციის ერთ- ერთი მონაწილე.

რაც შეეხებათ უძრავი ქონებს აგენტებს, დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნების ჩატარება და აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.

უძრავი ქონების სექტორი და სხვა სფეროს წარმომადგენლები ქუჩაში არიან და აპროტესტებენ იმ მდგომარეობს, რომ ჩვენ გვინდა თავისუფლება. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. თავისუფლება ადამიანს დამარცხებული აქვს ყველანაირი შიში, არ შეგუება ამას. ქვეყანა არის გამოფხიზლებული და თავისუფალი და გამოფხიზლებულა ადამიანს ვერაფერი ვერ დაამარცხებს'', - ამბობს აქციის მონაწილე.

მსგავსი სიახლეები