მასწავლებლები მარშისთვის ემზადებიან - პედაგოგები ვასო აბაშიძის თეატრიდან მსვლელობით განათლების სამინისტროსკენ დაიძრებიან

21.12.24 15:32
მასწავლებლები მარშისთვის ემზადებიან - პედაგოგები ვასო აბაშიძის თეატრიდან მსვლელობით განათლების სამინისტროსკენ დაიძრებიან

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან პედაგოგები იკრიბებიან, იმ თეატრთან რომლის მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე რეჟიმმა დაატყვევა. განათლების სფეროს წარმომადგენლები  პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

მასწავლებლები არ აპირებენ რეჟიმის ანტიევროპულ პოლიტიკას შეეგუონ.

მათი თქმით, ახლა, ისე როგორც არასდროს გაჩნდა საფრთხე, რომ ქართული განათლება და ქართული დიპლომები ევროპაში ფასს დაკარგვას. 

 ფაქტრობივად დადასტურებულია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა რეგისტრაცია შეუჩერა. 

მასწავლებლები მარში თეატრიდან წუთი-წუთზე დაიწყება, ისინი მსვლელობით მივლენ განათლების სამინისტროსთან და იქ კიდევ ერთხელ გააჟღერებენ თავიანთ სათქმელს 

მსგავსი სიახლეები