ქუთაისში მდუმარე საპროტესტო აქცია გაიმართა
მდუმარე საპროტესტო აქცია გაიმართა ქუთაისში. მოქალაქეებმა საახალწლოდ მორთულ ნაძვის ხესთან რეჟიმის მიერ სასტიკად ნაცემი და ნაწამები აქტივისტების ფოტო-სურათები მიიტანეს.
ევროპული მომავლისთვის ქუჩაში გასულ ქუთაისელრბი ფიქრობენ, რომ ქვეყანაში "ოცნების" რეჟიმი ყველა ზღვარს გადავიდა და გამოცხადებული რეპრესიებით მოსახლეობის დაშინებაზეე გადასული.
არ გავჩუმდებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე - ამბობენ ქუჩაში გასული მოქალაქეები.
ცნობისთვის, დღეს ქუთაისის მერია ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებას გეგმავს.