"ფუ ნინოია პელენწუკა" - თბილისში ქუთაისელების მარში მიმდინარეობს
ამ წუთებში, თბილისში ქუთაისელების მარში მიმდინარეობს. "მთავრობა ვერ გევიგე?" "შე ამას", "ვაი ბიძია" - ასეთი ბანერებით არიან ქუჩაში გამოსულები გაბრაზებული ქუთაისელები.
აღნიშნული აქციისთვის საკუთარი ევროპული მომავლის დასაცავად ქუთაისელების ნაწილი დედაქალაქში სპეციალურად ჩამოვიდა.
ვინც გელათი ხელყო, ის არ შეიძლება ჩაითვალოს ერის მამად... ბიძინამ მობოჭოს მისი მონები და წევიდეს რუსეთში - ამბობენ აქციის მონაწილეები.
ქუთაისელებს არც ნინო წილოსანი დავიწყებიათ. "ოცნების" დეპუტატს მათ სპეციალური ბანერი მიუძღვნეს სახლწოდებით - "ფუ ნინოია პელენწუკა".