ბრაჭველი: "ოცნებას" 2 არჩევანი აქვს, ან კრიზისი უნდა გააღრმავონ ან უნდა თქვან, რომ ვერ მოიპოვეს აღიარება და ახალი არჩევები დანიშნონ

21.12.24 16:39
ბრაჭველი: "ოცნებას" 2 არჩევანი აქვს, ან კრიზისი უნდა გააღრმავონ ან უნდა თქვან, რომ ვერ მოიპოვეს აღიარება და ახალი არჩევები დანიშნონ

ეუთო/ოდირის უმწვავესი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, იურისტი საბა ბრაჭველი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში "ოცნებას" შესაძლო გადაწყვეტილებებზე საუბრობს.

მისი თქმით, ივანიშვილის გუნდს ახლა ორი არჩევანი აქვს - პირველი, ან ან კრიზისი უნდა გააღრმავონ, ან აღიარონ რომ ვერ მოიპოვეს აღიარება და ახალი არჩევნები ჩანიშნონ. 

ბურთი არის ''ქართული ოცნების'' მოედანზე. მათზე არის ახლა მთელი წნეხი და მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება უნდა იყოს ორიდან ერთი - ან მათ უნდა გააღრმაონ პოლიტიკური კრიზისი და დარჩნენ არ აღიარებულ ხელისუფლებად, რომელსაც უზურპირებული აქვს ძალაუფლება ქვეყანაში, რომელსაც არ აღირებს მოსახლეობის უმრავლესობა, ან მათ უნდა მიიღონ ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება აღარ გაწელონ ეს ამბავი და თქვან, რომ გასაგებია, რომ ვერ მოვიპოვეთ აღიარება და დავნიშნოთ ახალი არჩევები. ისინი თვითონვე ამბობენ, რომ ახალ არჩევნებს თუ დავნიშნავთ, ჩვენ უფრო მეტ ხმას დავაგროვებთო, ბატონი მდინარაძე ამბობდა ამას, დანიშნონ არჩევნები და ვნახოთ რა მოხდება'', - ამბობს საბა ბრაჭველი.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს. 

დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერ , რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.