"სვანეთში შუქი არ გაქვს, მაგრამ არ ბნელა" - სვანები საპროტესტო მარშის დაწყებისთვის ემზადებიან

21.12.24 16:41
"სვანეთში შუქი არ გაქვს, მაგრამ არ ბნელა" - სვანები საპროტესტო მარშის დაწყებისთვის ემზადებიან

ამ წუთებში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან სვანები იკრიბებიან - მოქალაქეები საპროტესტო მარშის დაწყებისთვის ემზადებიან და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

''უბატონო სვანები არ გაბატონებთ'', ''სვანეთში შუქი არ გაქვს, მაგრამ არ ბნელა'', ''მაიტა ევროპა-მეთქი''- ამ შინაარსის ტრანსფარანტებით არიან სვანი დემონსტრანტები აქციაზე მისულები. 

''13 წელია, რაც ვებრძვით ივანიშვილის რუსულ რეჟიმს'' - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. მისი თქმით, ასეთი პროტესტით და შემართებით საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწევენ. 

13 წელია, რაც ვებრძვით ივანიშვილის რუსულ რეჟიმს.ასეთი პერფორმანსები, ასეთი კრეატიულები, რაც ახლა ამ აქციებზე გამოჩნდა, მე ეს არ მახსენდება. კუთხური მარშები  ეს არის განსაკუთრებული სიახლე ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. მიხარია, რომ მთელმა საქართველომ გაიღვიძა და დარწმუნებული ვარ ამ ტალღას,  ბრძოლას, რომელსაც ღმერთიც ლოცავს დარწმუნებული ვარ ვერანაირად ვერ მოერევა ვერც პუტინი და ვერც ივანიშვილი.
რუსთველის ქუჩა ყველასთვის არის გადაქცეული საპროტესტო ლოკაციად და გუშინ თუ ცოტა იყო ხალხი  დღეს ორჯერ მეტი იქნება. ხვალ თუ ისვე ცოტა იქნება, ივანიშვილი ხომ ქრონიკულად თავებს თვლის ზეგ სამჯერ მეტი იქნება. მთავარი არის, რომ   ლოკაცია და საპროტესტო მუხტი ვერანაირად ვერ გადატეხა ივანიშვილმა და ეს მაძლევს იმის იმედს, რომ გამარჯვება ჩვენს ხელში აღმოჩნდება მალე'', - ამბობს აქციის მონაწილე.