მარში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტიდან - აღმაშენებლის ხეივანი გადაიკეტა
მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა აღმაშენებლის ხეივანში. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო ბანერებით ხელში, თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.
რეჟიმის დრო დასრულდა, ვითხოვთ ახალ არჩევნებს და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას - სკანდირებდნენ სტუდენტები და მათი პროფესორ-მასწავლებლები.
საუნივერსიტეტო კამპუსიდან დაძრული მარშის პირველი გაჩერება საქალაქო სასამართლო იყო, ადგილი სადაც რეჟიმის მართული მოსამართლები გამოგონილი ბრალდებებით დაკავებულ ახალგაზრდებს მრავალწიანი პატიმრობისთვის იმეტებენ.