"უარს ვაცხადებთ ქასთინგზე" - მოდის სფეროს წარმომადგენლები მარშისთვის ემზადებიან
ამ წუთებში მოდის სფეროს წარმომადგენლები ვაკის პარკთან იკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ, სადაც მასშტაბურ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. მოდელები ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პროტესტ გამოთქვამენ და უარს აცხადებენ კასტინგზე სიარულზე.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნები და აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.
არ მახსოვს, რომ ესე გარკვეულად ერთი სფერო ან რამდენიმე სფერო შეკრებილიყო ერთი მიზნის გამო. ჩვენ ყველა ვდგავართ და ვაპროტესტებთ მოქალაქეებზე ძალადობას. ყველა დაპატიმრებული ადამიანი გვინდა, რომ გამოუშვან და თავისუფალი იყვნენ ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპაშია'', - ამბობს აქციის მონაწილე.