"ბორანოს ვინელებთ და თქვენ ვერ მოგინელებთ?!" - აჭარლების აქცია თბილისში (ფოტოები)
"ბორანოს ვინელებთ და თქვენ ვერ მოგინელებთ?!" - ამ შინაარსის საპროტესტო ბანერით ხელში დგანან აჭარლები თბილისში, ევროპის მოედანზე.
ტრადიციული სამოსით და მათთვის დამახასიათებელი იუმორით აჭარლებიც ევროპული მომავლის დასაცავად ერთიანდებიან და როგორც საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ასევე ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
ცოტახანში თბილისში მცხოვრები, ან საგანგებოდ ამ დღისთვის დედაქალაქში ჩამოსული მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ და საკანონმდებლო ორგანოსთან დაგეგმილ ტრადიციულ აქციას შეუერთდებიან.
მსგავსი სიახლეები
TSQ-ის ახალი სქემა - მომხმარებლებს თანხის დასაბრუნებლად დამატებით 20%-ის ჩარიცხვას სთხოვენ
როგორც "პირველებს" მოქალაქეები ატყობინებენ, მომხმარებლებმა ახალი შეტყობინებები მიიღეს, სადაც წერია, რომ ანგარიშზე არსებული თანხის დასაბრუნებლად მათ დამატებით 20%-ის ჩარიცხვა ევალებათ.