ადამიანები ვერასოდეს შევეგუებით ძალადობრივად იმის წართმევას, რაც გვეკუთვნის! საქართველო ევროპაა - ნუკი კოშკელიშვილი
ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება, ვიყოთ ევროპის ნაწილი - ამის შესახებ "პირველებთან" მოდელმა, ნუკი კოშკელიშვილმა განაცხადა, რომელიც მოდის სფეროს წარმომადგენლების აქციაზე იმყოფება. კოშკელიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერასოდეს შეეგუებიან ძალადობრივად იმის წართმევას, რაც ეკუთვნით.
საქართველო არის ევროპა - ამბობს მოდელი.
მემგონი, არცერთ ევროპულ ქვეყანას მსგავსი სულისკვეთება არ უნახავს, რასაც ხედავენ საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველო არის ევროპა, იყო და იქნება და ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება, ვიყოთ ევროპის ნაწილი. ადამიანები არ ნებდებიან, ადამიანები არიან გაბრაზებულები და ვერასდროს შეეგუებიან ძალადობას და ძალადობრივად იმის წართმევას, რაც გვეკუთვნის. - ნუკი კოშკელიშვილი
ფოტო: პუბლიკა
მსგავსი სიახლეები
TSQ-ის ახალი სქემა - მომხმარებლებს თანხის დასაბრუნებლად დამატებით 20%-ის ჩარიცხვას სთხოვენ
როგორც "პირველებს" მოქალაქეები ატყობინებენ, მომხმარებლებმა ახალი შეტყობინებები მიიღეს, სადაც წერია, რომ ანგარიშზე არსებული თანხის დასაბრუნებლად მათ დამატებით 20%-ის ჩარიცხვა ევალებათ.