"არასდროს დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში" - ინგლისურის ენის სპეციალისტები მსვლელობით პარლამენტთან მიდიან
"არასდროს დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში" - ამ შინააარსის ბანერებით გამოჩნდნენ მასწავლებლები თბილისის ქუჩებში. საპროტესტო მარშში ამჯერად ინგლისური ენის პედაგოგები ჩადგნენ. დემონსტრანტები გაყალბებული არჩევნებს აპროტესტებენ და ციხეებში მყოფი ახალგაზრდების გათავისუფლებას მოითხოვენ. მასწავლებლები "ქართულ ოცნებას" ურჩევენ, დაიხიოს უკან და შეწყვიტოს განსხვავებული აზრის დევნა.
ჩვენ, პედაგოგებიდა ლექტორები, ყოველთვის ვიდექით და ვიდგებით ჩვენი ყიფილი მოსწავლეების, ამჟამინდელი მოსწავლეების თუ ყოფილი სტუდენტების და ამჟამინდელი სტუდენტების გვერდით. უპირველეს ყოვლისა, ვითხოვთ იმ უკანონოდა დაპატიმრებული ახალგაზრდების გათავისუფლებას და ვითხოვთ, ხელმეორედ დაინიშნოს არჩევნები და არ ვაღიარებთ საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას. ასეთი პოლიტიკით დიდი ზიანი მიადგება საქარტველოს განათლების სისტემას, როდესაც აღარ გვექნება უამრავი ამერიკული თუ ევროპული პროექტი, - ამბობს აქციის მონაწილე.