კობახიძესთან შესახვედრად დღეს პრორუსი ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილიც მივიდა, თუმცა მედიის კითხვებს გაექცა

23.12.24 15:22
კობახიძესთან შესახვედრად დღეს პრორუსი ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილიც მივიდა, თუმცა მედიის კითხვებს გაექცა

ირაკლი კობახიძესთან მისული ბიზნესმენები მედიის კითხვებისთვის თავის არიდებას  დღეს სხვადასხვა გზით ცდილობდნენ. ასე მოიქცა პრორუსი ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი, რომელიც ჯერ გამოჩნდა მედიასთან, ხოლო როგორც კი ჟურნალისტებმა კითხვების დასმა სცადა, ის უკან, ავტომობილში ჩაჯდა და წავიდა. 

შეგახსენებთ, რომ უკვე ორი საათია, რაც ირაკლი კობახიძეს ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებს ხვება. მსხვილი კომპანიების მფლობელებმა ახლა "ქართული ოცნება" უნდა დაარწმუნონ, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნებია ჩასატარებელი. ერთმანეთის პირისპირ მთავრობის ადმინისტრაციაში სხედან მეამბოხე ბიზნესმენები და "ოცნების" მომხრეები, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ  ხმის ამოღება ჯერ ვერ გაბედა. შეხვედრას მსხვილი ბიზნესის 100-მდე წარმომადგენელი ესწრება