გიორგი ბახუტაშვილს მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

23.12.24 16:32
გიორგი ბახუტაშვილს მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

სანქცირებულმა მოსამართლე ნინო ენუქიძემ მსახიობი, გიორგი ბახუტაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

მანამდე სხდომაზე ორი მოწმე პოლიციელი გამოიძახეს, რომელიც ბახუტაშვილის შეფასებით, ცრუ მოწმეები არიან, რადგან მისი თქმით, არცერთი მათგანი მის დაკავებაში არ მონაწილეობდა. ერთი სამართალდამცველი ამბობს, რომ დაკავების ოქმი შეადგინა, ხოლო მეორე ამტკიცებს, რომ ერთ-ერთ პოლიციელებს დაეხმარა, რომ ბახუტაშვილი დაკავების მანქანამდე მიეყვანა. 

ორივე პოლიციელი დღეს ამტკიცებდა, რომ ბახუტაშვილი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და უმისამართოდ იგინებოდა, ასევე ის ხელს უშლიდა დაკავების პროცესში. თუმცა, როდესაც სასამართლო დარბაზში მოწმეებს დამაზუსტებელი კითხვა დაუსვეს, რა იგულისხმებოდა ფიზიკურ ხელშეშლაში, ორივე მოწმემ თქვა, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. 

ბახუტაშვილი 30 ნოემბერს გამთენიისას, აქციის დაშლის დროს დააკავეს.

მსგავსი სიახლეები