"ჩვენი მისიაა, მშობლებმა მალე შეძლონ სამშობლოში დაბრუნება" - ემიგრანტების შვილების აქცია
საქართველოში პროტესტის 26-ე დღეა - ამ წუთებში საზღვარგარეთ მყოფი ემიგრანტების შვილები თბილისში, ევროპის მოედანზე იკრიბებიან.
მოქალაქეები პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობას წუთი-წუთზე დაიწყებენ და საკანონმდებლო ორგანოსთან ტრადიციულ აქციას შეუერთდებიან.
ემიგრაციაში წასული ადამიანების შვილების მთავარი მოთხოვნა რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნაა.
ამასთან, როგორც მოქალაქეები "პირველებთან" აცხადებენ, მათი მიზანია, რომ ქვეყანაში კეთილდღეობა შექმნან და ემიგრაციაში წასული მშობლები სამშობლოში დააბრუნონ.
როდესაც უწევთ შორიდან უყურონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ეს ძალიან რთულია. ჩვენი მისიაა, მათ მალე შეძლონ ქვეყანაში დაბრუნება. ჩვენი ხმაც სწორედ ამას ემსახურება, რომ მალე დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში, თავიანთ შვილებთან", - ამბობს აქციის მონაწილე.