"ბლოკბასტერებშიც არ მინახავს მსგავსი სისასტიკე" - შოკისმომგვრელი ჩვენებები სინდისის პატიმრებისგან
მსახიობ გიორგი ბახუტაშვილისთვის მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარზე უფრო მძიმე სანახავი იყო ის, რაც რუსთაველზე, 30 ნოემბერს, გამთენიისას ხდებოდა - სასტიკი ანგარიშსწორება მომიტინგეებზე, ცემა გონების დაკარგვამდე, ასფალტზე თრევა დაკავებული დემონსტრანტების - ამ ყველაფერზე გიორგი ბახუტაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე სანქცირებული მოსამართლის, ნინო ენუქიძის წინაშე ისაუბრა.
მაშინ, როცა მსახიობი დეტალურად ყვებოდა, როგორ ცდილობდა უგონო მდგომარეობაში მყოფი მომიტინგის სპეცრაზმის ხელიდან დახსნას, გომელაურმა მის წინააღმდეგ ცრუ მოწმე პოლიციელები გამოიყვანა.
სხდომიდან გაირკვა, რომ არცერთს მსახიობი არ დაუკავებია, ერთი კი საერთოდ გიორგი ბახუტაშვილმა ვერც კი იცნო. პოლიციელებს ამ შემთხვევაშიც სტანდარტული პასუხი ჰქონდათ კითხვებზე, რა დააშავა მსახიობმა? - უმისამართოდ იგინებოდა და პოლიციას არ ემორჩილებოდა, თუმცა ამის დამტკიცება ვერ შეძლეს.
ჩვენებების შემდეგ ახალი თეატრის მსახიობი დარწმუნდა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული საქმე და სასამართლო პროცესიც იყო ფარსი. ყველას, ვინც დღევანდელ პროცესზე იყო, დარჩა ერთი შთაბეჭდილება, რომ მსახიობები, სტუდენტები ისჯებიან სამაგალითოდ იმისთვის, რომ ქვეყნის გარუსებას ეწინააღმდეგებიან.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.