დემონსტრაციული კავშირი კრემლსა და ივანიშვილის ხელისუფლებას შორის - კუროპტევი კადიროვის საძმოს წევრის თბილისში ვიზიტზე

24.12.24 11:20
დემონსტრაციული კავშირი კრემლსა და ივანიშვილის ხელისუფლებას შორის - კუროპტევი კადიროვის საძმოს წევრის თბილისში ვიზიტზე

MMA მებრძოლის, კადიროვთან დაახლოებული ხამზატ ჩიმაევს ვიზიტი საქართველოში,  ფონდ "თავისუფალი რუსეთის" დირექტორის, იგორ კუროპტევისთვის "ქართული ოცნებისა" და რუსული ხელისუფლების სახის მორიგი დემონსტრირებაა.

როგორც კურპტევი "პირველებთან" ამბობს, ჩიმაევის შეხვედრა კახა კალაძესთან და "ოცნების" სხვა წევრებთან, ნიშნავს იმას, რომ საქართველო ღიაა, როგორც კადიროვთან დაახლოებული ადამიანებისთვის, ისე ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირებისთვის.

ეს არის დემონსტრაციული კავშირი კრემლსა და ივანიშვილის ხელისუფლებას შორის  - აცხადებს კუროპტევი.

კადიროვის საძმო, მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხალხი რუსეთიდან ახალი არ არის საქართველოსთვის.  კალაძე რეალურად ძალიან ამაყობს სხვადასხვა სახის კრიმინალებთან შეხვედრით. ჩვენ გვახსოვს სხვა ჩემპიონების სტუმრობაც, ეს არ არის პირველი მებრძოლი საქართველოში, ასე რომ რეალურად ეს არის ერთგვარი პოლიტიკური ფორმალური ქმედება -  დემონსტრირება იმისა, რომ საქართველო ღიაა კადიროვთან დაახლოებული ადამიანებისთვის, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ადამიანებისთვის და საქართველოს მთავრობა ღიაა ნებისმიერი სახის დიალოგისთვის კრემლთან დაკავშირებულ ადამიანებთან.  ეს ვიზიტი ქართული ოცნებისა და რუსული ხელისუფლების სახის მორიგი დემონსტრირებაა.  საქართველო გახდა ახალი მიზიდულობის ცენტრი სხვადასხვა კრიმინალებისთვის, კადიროველებისთვის, ომის დამნაშავეებისთვის, ეს არის დემონსტრაციული კავშირი კრემლსა და ივანიშვილის ხელისუფლებას შორის", - განაცხადა კუროპტევმა. 

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისში MMA მებრძოლს, კადიროვთან დაახლოებულხამზატ ჩიმაევს შეხვდა. ხამზატ ჩიმაევს ჩეჩნეთის პუტინისტ ლიდერთან, რამზან კადიროვთანაც ხშირად პოზირებს და მას  „უფროს ძმას” უწოდებს. 

კალაძის გარდა, ხამზატ ჩიმაევი  „ქართული ოცნების“ წევრს, გენო პეტრიაშვილს და ლაშა ბექაურსაც შეხვდა.

ეს არ არის პირველ შემთხვევა, 2024 წლის ზაფხულში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თამაშების პარალელურად, კალაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ბიძინა ივანიშვილის უმცროს ვაჟთან, ცოტნე ივანიშვილთან ერთად კადიროვის კიდევ ერთ გარემოცვის წევრს, ხაბიბ ნურმაგომედოვსაც შეხვდა.