29 დეკემბერს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

25.12.24 21:23
 29 დეკემბერს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გამართვის მიზნით, 29 დეკემბერს, პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების გაშუქების მსურველმა მედიასაშუალებებმა სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად პარლამენტს უნდა მიმართონ - ერთ მედიასაშუალებაზე გაიცემა არაუმეტეს ორი ჯგუფის აკრედიტაცია.

ღონისძიების გაშუქების მიზნით პარლამენტის სასახლის რუსთაველის დარბაზში (B კორპუსი, 0 სართული) მოეწყობა მედიასივრცე, საიდანაც მედიის წარმომადგენლებს, საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ ინაუგურაციის მიმდინარეობას და ჩაწერონ რესპონდენტები. საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს სიგნალის მიწოდებას ინაუგურაციის ცერემონიის პირდაპირი ტრანსლირებისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.