ზვიად მაისაშვილი: "ოცნება" ხალხის შეშინებას ცდილობს - მეთოდები რუსეთიდან აქვს გადმოტანილი

25.12.24 23:25
ზვიად მაისაშვილი: "ოცნება" ხალხის შეშინებას ცდილობს - მეთოდები რუსეთიდან აქვს გადმოტანილი

სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი, ზვიად მაისაშვილი ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება. 

ზვიად მაისაშვილი, რომელსაც "ხარებას" რაზმი წიხლებით შედგა და ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდა, არ ნებდება და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას კვლავ აპროტესტებს. 

ახალგაზრდა "პირველებთან" ამბობს, რომ "საქართველოში ძალაუფლება ვერასდროს ვერ იქნება რამდენიმე ადამიანის ხელში, ძალა ყოველთვის ხალხშია".

საქართველოში ძალაუფლება ვერასდროს ვერ იქნება რამდენიმე ადამიანის ხელში. ხალშია ყოველთვის ძალა და ამას გამოვხატავთ ყოველდღიურად აქ დგომით. ეს გარდაუვალი არის, ეს პროცესი, ვერტიკალური მმართველობა საქართველოში დასრულდება...

ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლება ცდილობს, ხალხი შეაშინოს და ეს მეთოდები გადმოტანილი არის რუსეთიდან. ცდილობენ, გადაგვაქციონ ბელარუსიად, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ საქართველოში ეს მეთოდები არ გაჭრის, პირიქით, ეს მეთოდები უფრო მეტ ხალხს გამოიყვანს და ბიძინას ხელისუფლებას უფრო შეუქმნის საფრთხეს'',  -ამბობს ზვიად მაისაშვილი.

ცნობისთვის, 30 ნოემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა უმძიმესი კადრები, რომელიც მშვიდობიანი აქციის დარბევას ასახავს - შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მშვიდობიანი აქციის მონაწილეს, ზვიად მაისაშვილს სასტიკად გაუსწორდნენ, წიხლებით შედგნენ და ქუჩაში უგონო მდგომარეობაში დატოვეს, ხოლოს მისი ძმა ჯგუფურად სცემეს, მიწაზე დააგდეს და შემდეგ დააკავეს.