როგორი ამინდი იქნება 26 დეკემბერს

26.12.24 10:40
როგორი ამინდი იქნება 26 დეკემბერს

დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი - სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტესად უნალექოდ.

აღმოსავლეთის ქარი  10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +13, +18°; მთაში დღისით +5, +10°; მაღალმთაში დღისით +2, +7°.

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +6, +11°;  მთაში დღისით  +3, +8°; მაღალმთაში დღისით +2, +7°.

დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს თბილისშიც. ტემპერატურა +9° იქნება.