"ტელეფონით ბრძანება გასცეს და ზონდერმა ჩვენზე იერიში დაიწყო" - პროფკავშირებთან ნაცემი 3 ადამიანი კლინიკაში რჩება

26.12.24 17:34
"ტელეფონით ბრძანება გასცეს და ზონდერმა ჩვენზე იერიში დაიწყო" - პროფკავშირებთან ნაცემი 3 ადამიანი კლინიკაში რჩება

პროფკავშირებთან ნაცემი სამი ადამიანი კავკასიის მედიცინის ცენტრში ამ დრომდე რჩება - დაშავებულიდან ერთს თვალბუდის არეში დაზიანება აღენიშნება და გაკერვის პროცედურის დაწყებას ელოდება. 

რაც შეეხება მეორე დაშავებულ ბიჭს, მას კბილები აქვს ჩამტვრეული, ხოლო ახალგაზრდა ქალს ხელ-ფეხის არეში დაზიანებები და დაბეჟილობები აღენიშნება. 

როგორც დაშავებულები "პირველებთან" ამბობენ, დაცვა, რომელიც პროფკავშირების ტერიტორიაზე მათ გაუსწორად, დაქირავებული ზონდერი იყო, რომელმაც ორგანიზაცია "ლაბორის" წევრებზე ანგარიშსწორების ბრძანება ტელეფონით მიიღო.

დაქირავებული დაცვა იყო, ზონდერს უფრო დავარქმევდი. როგორც კი ტელეფონზე დაურეკეს, ერთგვარი ბრძანება გასცეს და დაიწყო ჩვენზე იერიში. შეხლა-შემოხლის დროს ფიზიკურად იძალადეს ჩვენზე, "ლაბორის" წევრებზე. ხელის და ფეხის დაჟეჟილობა მაქვს მე", - ამბობს "ლაბორის" წევრი. 

ცნობისთვის, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

შეგახსენებთ, ხელჩართული ბრძოლა პროფკავშირებში დღეს, 26 დეკემბერს მოხდა. დაპირისპირება სხდომაზე დასწრების გამო დაიწყო.