მოსკოვის აეროპორტები დროებით დაიხურა
მოსკოვში და მახლობლად 5 აეროპორტი დროებით დაიხურა. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო (როსავიაცია) ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიზეზი “ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფაა"
შეზღუდვები შეეხო: შერემეტიევოს აეროპორტს, დომოდედოვოს აეროპორტს, ვნუკოვოს აეროპორტს, ჟუკოვსკის აეროპორტსა და კალუგას აეროპორტს.