პროფკავშირებში გამგეობის სხდომა მიმდინარეობს - შენობაში მხოლოდ "ლაბორის" ხელმძღვანელი შეუშვეს

27.12.24 12:23
პროფკავშირებში გამგეობის სხდომა მიმდინარეობს - შენობაში მხოლოდ "ლაბორის" ხელმძღვანელი შეუშვეს

ამ წუთებში პროფკავშირების გაერთიანების გამგეობის სხდომა მიმდინარეობს - ორგანიზაცია "ლაბორის" ხელმძღვანელი, გიორგი დიასამიძე შენობაში დღეს მარტო შევიდა, რადგან "ლაბორის" სხვა წევრების შესვლა გამგეობის სხდომაზე იზღუდება.

გიორგი დიასამიძე "პირველებთან" საუბრის დროს აცხადებს, რომ ფაქტი შესაძლოა უკავშირდებოდეს ირაკლი პეტრიაშვილის მხრიდან ერთგვარ შურისძიებას, რადგან პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის პოზიციაზე კანდიდატად 2025 წლის არჩევნებისთვის სწორედ გიორგი დიასამიძე დაასახელეს.

გიორგი დიასამიძე იმასაც ამბობს, რომ გუშინდელ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, გაერთიანების ხელმძღვანელებს პასუხს მოსთხოვს.  

დღეს გრძელდება გამგეობის სხდომა და გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, აუცილებლად დავაფიქსირებთ ჩვენს უარყოფით განწყობას, უარყოფით პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რა ძალადობაც მოხდა პროფკავშირ ლაბორის წევრებთან მიმართებით და სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, პროფკავშირ ლაბორის წევრების მიმართ აგრესია გაიზარდა.

რაც შეეხება, გუშინდელ პიროვნებებს, ჩვენთვის ამოუცნობი ადამიანები იყვნენ, ვინც, ფაქტობრივად, ფიზიკურად გაუსწორდნენ ლაბორის წევრებს.

ძალადობა არ შემოვა პროფკავშირებში და მის რიგებში და ამის დაორგანიზება დაუშვებელია, ჩვენი პოზიცია ეს არის, ჩვენ ყოველთვის ვემიჯნებით ამას", - ამბობს გიორგი დიასამიძე.

ცნობისთვის, ხელჩართული ბრძოლა პროფკავშირებში 26 დეკემბერს მოხდა. დაპირისპირება დაცვასა და "ლაბორის" წევრებს შორის სხდომაზე დასწრების გამო დაიწყო. პროფკავშირებთან ნაცემი სამი ადამიანი კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. დაშავებულიდან ერთს თვალბუდის არეში დაზიანება აღენიშნება. რაც შეეხება მეორე დაშავებულ ბიჭს, მას კბილები აქვს ჩამტვრეული, ხოლო ახალგაზრდა ქალს ხელ-ფეხის არეში დაზიანებები და დაბეჟილობები აღენიშნება.

მსგავსი სიახლეები